ვახტანგ გომელაურმა და ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურ ვინჩენცო კოპოლასთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუს“ სუს-დან აცნობეს შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტის გადაჭრის პროცესზე ჰიბრიდული საფრთხეების გავლენას, მათ შორის რეგიონულ დონეზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის

(EUMM) ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა