ანონსი 10 ივლისი

10 ივლისს, 09:30 საათზე, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია.

მის: ბათუმი, ბაგრატიონის #117

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია; 595 51 94 51

10 ივლისს, 10:30 საათზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები და ექსპერტები დაესწრებიან დისკუსიას თემაზე „საპენსიო დაგროვებითი სისტემა“ .

მის: გიული ჭოხონელიძის 5, სექტორი 3- ჰაბი განვითარებისთვის

10 ივლისს 10:30 საათზე, ეკონომისტი და ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ეროვნული ვალუტა, ფასების ზრდა, მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივა.

მისამართი: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 ივლისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას N7

10 ივლისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და კოოპერატიული ბინათმშენებლობის ამხანაგობების დაზარალებულთა გაერთიანება თბილისის მერიის წინ გამართავს აქციას.

საკონტაქტო: 591219009

10 ივლისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართემა

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

10 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეკონომიკური ვითარება და გაუფასურებული ლარი, ფასების ზრდა პურ-პროდუქტებზე, ეროვნული ბანკის რეზერვები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

10 ივლისს 11:00 საათზე, საია-ში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახიძის#15

10 ივლისს, 11:10 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების 2014-2019 წლების ანგარიშს წარადგენს და გამარჯვებულ კანონპროექტების ავტორ საჯარო უწყებებს (საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის) დააჯილდოებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13.

საკონტაქტო პირი: 599 500 137

10 ივლისს, 11:00 საათზე, ESU-ს დელეგაციის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ასევე საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

მის: სასტუმრო „ტიფლის პალასი“, გორგასლის ქუჩა #3

საკონტაქტო თიკა თიკანაშვილი - 595 04 08 08

10 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის პრესკონფერენია გაიმართება.

თემა: შეხვედრა გიორგი გახარიასთან - რაზე ისაუბრა მინისტრმა ანალიტიკოსებთან. ვლადიმერ პუტინის განცხადება. 20 ივნისის საქმე და გამოძიება ამბოხების მუხლით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ივლისს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გრიგოლ ვაშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

10 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შეხვედრა გიორგი გახარიასთან - რაზე ისაუბრა მინისტრმა ანალიტიკოსებთან. ვლადიმერ პუტინის განცხადება. 20 ივნისის საქმე და გამოძიება ამბოხების მუხლით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ივლისს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია “ დირექტორი გიორგი რიჟამაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინფორმაცია ფონდის 6-წლიანი მუშაობისა და მისი ბენეფიციარების შესახებ, პროექტის „მოდი თეატრში“ პირველი საპილოტე სეზონი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

10 ივლისს, 12:45 საათზე, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი გიორგი შენგელია და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული, ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესს დაათვალიერებენ.

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია 591705481

10 ივლისს, 14:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით კონკურსის და კამპანიის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მის: ქუთაისი, ნიკეას N44, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა

საკონტაქტო პირი გიორგი კოპალეიშვილი: 535-298989

10 ივლისს 19:30 საათზე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019-ის ფინალი გაიმართება.

მის: გ. ცაბაძის ქუჩა - მუშტაიდის ბაღთან, მერიის სპორტული ცენტრი „იმედი“

საკონტაქტო: თემურ კახიძე - 591 10 20 71

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია