გურამ ფალავანდიშვილი - თეზისებს გადავცემთ მთავრობას და თუ გარკვეულ ვადაში არ გაგვცემენ პასუხს, ვდგებით რუსთაველზე და ვიწყებთ გაფიცვას, როგორც ეს ჭიათურაში იყო

გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ვაკის პარკში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ფალავანდიშვილი ვაკის პარკში თანამოაზრეებთან ერთად ყოველდღიურად შეიკრიბება და გეგმავენ, მილიონნახევარი ხელმოწერის შეგროვებას.

„ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის მილიონნახევარი ხელმოწერის შეგროვებას. როდესაც ამ ხელმოწერებს შევაგროვებთ, ვგეგმავთ დავდგეთ პარლამენტთან და არ დავიშალოთ მანამდე, სანამ კანონს არ მივიღებთ. გვინდა კანონმდებლობით აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება. სკოლებში სწავლება ამის შესახებ, თოქ-შოუებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ამასთან, ჰომოსექსუალებს აეკრძალოთ პედაგოგობა, სამსახური ჯარში და ასევე მთავრობაში მუშაობა. შესაძლოა ჩვენ ზუსტი ფორმულა ვერ ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ თეზისებს გადაცემთ მთავრობას და მოვითხოვოთ, რომ მაგალითად, ჩვენი დედლაინი არის 15 ოქტომბერს და თუ ამ ვადაში არ გაგვცემენ პასუხს, ვდგებით რუსთაველზე და ვიწყებთ გაფიცვას, როგორც ეს ჭიათურაში იყო”, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ამასთან, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, დაგეგმილია თბილისში 1200 კაციანი შეკრება და დელეგატებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გატანება, რათა მათ ხელმოწერები საკუთარ რაიონებში შეაგროვონ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებშიც.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელმოწერების ჩაბარებას აზრი არ აქვს, 3 მილიონი კი არა 30 მილიონი რომ შევაგროვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, სისტემა არის ძალადობრივი და ამას არ მიიღებენ. ხელმოწერები საჭიროა იმისთვის, რომ ხალხმა აქციის თაობაზე გაიგოს და ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ბევრს გვინდა ეს ცვლილება“, - აღნიშნა ფალავანდიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო