რომან გოცირიძე - სანქციების გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა

სანქციების გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი დღეს რუსეთის პრეზიდენტის ერთადერთი საყრდენია საქართველოში.

„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. სანქციის გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, იმიტომ, რომ სხვა დასაყრდენი მას საქართველოში არ ჰყავს, აბა, მართლა ქართველის ხალხის ხათრით კი არ შეაჩერა სანქციები“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ სანქციების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში გააკეთა.

„ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს კარასინ-აბაშიძის არხებით ალბათ, მოსთხოვა ვლადიმერ პუტინმა, რომ გაეკეთებინა განცხადება. ქალბატონი სალომეს განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა პუტინის განცხადება - ესეც შეთანხმებული იყო. ეს იყო წინაპირობა რუსეთის ხელისუფლების, რომ საქართველოს მთავრობა ხოხვით მისულიყო რუსეთთან, ბოდიში მოეხადა. ამის შემდეგ, კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა და პუტინს მადლობა გადაუხადა“, -დასძინა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა