პარლამენტის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით,აქცია 10 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

კერძოდ, აქციის ფარგლებში, პარლამენტის წინ ფოტოხელოვანების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე საქართველოს ისტორიაში ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტების და დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინება.

დღეს, პროტესტის მე-20 დღეს, აქციის მონაწილეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების და ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკოსებმაც მიმართეს. მათ შორის იყვნენ დავით ბერძენიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

სპიკერებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს