თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 15 მებრძოლი გაანადგურა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 15 მებრძოლი ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე გაანადგურეს. თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბანაკზე მასშტაბური ოპერაცია „თათის“ ჩარჩოებში განხორციელდა, რომელსაც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ ერაყში მაისის ბოლოდან ატარებს.

„ოპერაცია „თათის“ ჩარჩოებში ავიადარტყმები განხორციელდა სეპარატისტულ-ტერორისტული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბანაკებზე და იარაღის საწყობებზე ჩრდილოეთ ერაყის ჰაფტანინის რაიონში. ნეიტრალიზებულია 15 მებრძოლი“, - ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს