კონსტანტინ კოსაჩოვი - საქართველოში ჯანსაღ ძალებს „ზედაპირული ნაციონალიზმის“ უბედურების გადალახვას ვუსურვებ

რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოს საზოგადოების ჯანსაღი ძალები გადალახავენ „ზედაპირული ნაციონალიზმის“ უბედურებას, რომელსაც მას თავს ახვევენ და მოინდომებენ რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ჰარმონიული ურთიერთობისთვის საქართველოსთან, იმ პირობით, რომ ქართველი ხალხი მოინდომებს მის აღდგენას“, - აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩოვმა.