გიგი უგულავა - საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება მოუნდებათ,  ამოწევენ გვარს

ბრალის წარდგენა-არწარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ამ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომლის განეიტრალება მოუნდება, პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე, - ამის შესახებ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ გამოკითხვიდან გამოსულმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „გამოცხადებული გაყალბების ქრონიკაა დღეს წარმოებული გამოძიება“.

„სახელისუფლებო პროპაგანდიდან და გამოძიების კითხვებიდანაც იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების დაოუკებელი სურვილია, რაღაცნაირად პარალელი გაავლონ „ვარდების რევოლუციასთან“. რაც შეეხება მელიას გამოსვლას, მკითხეს ამაზე. ნიკა მელიას გამოსვლა ონლაინ საერთოდ არ მომისმენია. ეს გავიგე მეორე დღეს. მისი გამოსვლა პირადად მე არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა და სამართლებრივი თავხედობაა ის, რომ მისი გამოსვლა და შემდეგ განვითარებული ჩხუბი პარლამენტის წინ მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად. ეს სამართლებრივი ნონსენსია და პირად საუბრებში გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც ამას აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება. გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა დღეს წარმოებული გამოძიება.

ბრალის წარდგენა-არწარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ის პირობითობა, რომ იმ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, განეიტრალება მოუნდება, ამის მიხედვით ამ ქვაბიდან პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე“, - განაცხადა უგულავამ.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს