გრიგოლ ვაშაძე - პირველი კივილი მოსკოვში სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია საგარეო პოლიტიკურ საკითხად  გადააქცია

კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სწორედ მისი განცხადებების შემდეგ დაიწყო "კივილი მოსკოვში".

სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს, პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად. პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. კამერებში ვამბობ ამას. მაპატიეთ ჩემი არადიპლომატიური გამოთქმისთვის - კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, გადააქცია შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად, ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი დაგეგმვისა და შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს. აი, მერე დაიწყო პანიკა, მერე დაიწყო დაბრალებები, სიტუაციის დალაგების მცდელობები და ა.შ. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას", - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა