ვალენტინა მატვიენკო - საქართველოში მომხდარი ხელს აძლევს მესამე ძალებს და კარგად მოფიქრებული პროვოკაციაა

რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ დღეს სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ „საქართველოში ანტირუსული ისტერიის აგორება ხელს აძლევთ მესამე ძალებსაც, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ პრინციპით „გათიშე და იბატონე“. მატვიენკომ მოუწოდა საქართველოს ხალხს, არ მისცენ „გარე ძალებს“ რუსეთთან საერთო წარსულის, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის დანგრევის საშუალება.

უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოში 20 ივლისს დაწყებული ანტირუსული გამოსვლები აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით არის ორგანიზებული და „კარგად გათვლილი პროვოკაცია“.

„სხვანაირად როგორ შევაფასოთ ის ფაქტი, რომ მასობრივი მღელვარება საქართველოში დაიწყო აშშ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად კი პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორის მაიკლ კარპენტერის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. ამ უკანასკნელმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა: „სულ სამი დღე გავატარე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული რომ (საქართველოს) მთავრობა მთლიანად აცნობიერებს რუსეთთან „ღია კარის“ პოლიტიკის შედეგებს“ და შემდეგაც ამ სულისკვეთებით აგრძელებს... ეს გავს გულდასმით მოფიქრებულ, ინსცენირებულ პროვოკაციას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა