თბილისის მერიის წინ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა პირებმა აქცია გამართეს

თბილისის მერიის წინ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა პირებმა აქცია გამართეს. ისინი თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი ინფორმაციით, ყველა არსებული დოკუმენტაცია ამ საკითხზე გამზადებულია, თუმცა მხოლოდ კახა კალაძის განკარგულებას ელიან და ადმინისტრაციული წარმოება შესაბამის ვადებში არ მიმდინარეობს.

,,შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება ვერ მიმდინარეობს იმ დოზით და იმ ვადებში, რომლითაც უნდა მიმდინარეობდეს. საქმე ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობათა ამხანაგობით დაზარებულთა საკითხს, რომელსაც უკვე ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ. ყველა დოკუმენტაცია აბსოლუტურად აკინძული და გამზადებულია, ელოდებიან მხოლოდ კახა კალაძის განკარგულებას. დღეს ჩვენ მოვედით, რომ შევხვედროდით კალაძეს, თუმცა მან ვერ და არ მოახერხა ჩვენთან შეხვედრა. თუ ჩვენი საკითხი არ დაკმაყოფილდება, უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი აქცია და შევეცდებით ქალაქის პირველი პირისგან მივიღოთ პასუხი, თუ როდის გვექნება ჩვენ კოოპერატიული ბინათმშენებლობათა საკითხით დაზარალებულებს ფართები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ტუსკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო