შსს-ში 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაზარალებული მზიური შონია გამოკითხეს

შსს-ში 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაზარალებული მზიური შონია გამოკითხეს. როგორც მზიური შონიამ ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა, მას რუსთაველის 18 ნომერში ღია კაფე ჰქონდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისის ღამეს დაარბიეს.

მისი განცხადებით, ტერიტორიაზე დაყენებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები და იმედოვნებს, რომ გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებას მოახდენს.

„მაქვს ღია კაფე რუსთაველზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. ტელევიზიით ვუყურებდი ამ ყველაფერს. გამოძიებას მივაწოდე ეს ინფორმაცია ", - აღნიშნა მზიური შონიამ.

როგორც "ინტეპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკითხვა უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს