დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

კრემლს ნაადრევად მიაჩნია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი. სიტუაციას დავაკვირდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან ფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯია, შესაბამისად, სიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

„როგორც კი გაჩნდება იმის ნიშნები, რომ სიტუაცია ნორმალიზებულია რუსი ტურისტებისთვის, რუსოფობიული გამოვლინებების შედეგი გაქრა, მაშინ იქნება ანალიზისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღების დრო, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ ჯერ, ქართული საზოგადოების ასეთი ძლიერი პოლარიზაციისას, თან ექსტრემისტული ელფერით, რუსოფობიური გამოვლინებებით, არსებობს საქართველოში რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის ყოფნის ობიექტური საშიშროება“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, საქართველოში არსებულმა ანტირუსულმა განწყობილებებმა ლოგიკურად გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი რეაქცია. მან ხაზი გაუსვა, რომ "ლექსიკა, რომელიც ჟღერს საპასუხო გამოხტომებში რუსეთის ტელევიზიაში, არ არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის სფერო."

„საშინელი რუსოფობიური გამოვლინებები აუცილებლად იწვევს ფართო საზოგადოებრივ რეაქციას. თქვენ ხედავთ, როგორი ერთსულოვანი პოზიცია დაიკავეს ჩვენმა სახალხო რჩეულებმა -პარლამენტარებმა. თქვენ ხედავთ, რიგითი მოქალაქეები საკმაოდ მრისხანედ რეაგირებენ ამაზე. ამიტომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და დასძინა: „ერთია მიზანმიმართული გამოხტომები, სხვა საქმეა საზოგადოებრივი რეაქცია ამაზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

იხილეთ ვიდეო: დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია