დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერს, არაფრის მთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პუტინის პრეტენზიას

პუტინი ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებას და ჩვენი მომავლის დანგრევას, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.

დავით ბაქრაძის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და ზოგადი განცხადებებით არ შემოიფარგლოს.

„ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიასთან, ჩვენს წარსულთან, ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან ბრძოლა. ეს არის უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდი და გზავნილი, რომლითაც პუტინი ცდილობს, გაამართლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. პუტინი ცდილობს, ისტორიის დამახინჯებითა და გაყალბებით, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ქართველები არიან აგრესორები, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს ყოფილა საქართველო და რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობისმყოფელი, რომელმაც დაიცვა მცირე ხალხების უფლებები. ეს არის ტყუილი და ეს არის უაღრესად საშიში და მავნებლური განცხადება, მათ შორის პოლიტიკური განცხადება, რომელიც პირდაპირ ებრძვის საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული იყოს მკაფიო და ნათელი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან, ეს პოზიცია არ უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი და ლამაზი ევროპული ისტორიული სიტყვებით, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. დიახ, საქართველოს ისტორია არის ევროპის ისტორიის ნაწილი, მაგრამ ჩვენ პუტინს არ ვედავებით ისტორიულ ნაწილში. დღეს პუტინი იყენებს ისტორიას გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკური, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის აგრესორი და ვერანაირი ისტორიის გაყალბება რუსეთს ვერ უშველის საკუთარი აგრესიისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი, ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ამიტომ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრსაც, ზოგადი და არაფრის მთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პრეზიდენტ პუტინის პრეტენზიას, რომელიც ვიმეორებ, უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ის ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებას და ჩვენი მომავლის დანგრევას. ამის საშუალება მას უპასუხოდ არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს