გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ჯაფარიძის, თვალჭრელიძის, შარაშიძის, ბოცვაძის, გოგებაშვილის, შანიძის, რჩეულიშვილის, როდენის, გალის, ქუჩიშვილის, უმიკაშვილის, ანჯაფარიძის, ვარაზისხევის, თერგის, პეტრიაშვილის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ზემო ვაკის, კეკელიძის, ლარსის, შატბერაშვილის, შიო მღვიმელის, მახარაძის, თუმანიშვილის და სოფიკო ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, გოგებაშვილის, ბელინსკის, გუნიას, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, ბარნოვის და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ჩხეიძის, გრიშაშვილის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ლორთქიფანიძის, ქუმსიაშვილის, საბანაძის, ცურტაველის, წალკის, ოპიზარის, ბერძნის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილის, ცინცაძის, ავლევის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის, ფალიაშვილის, მირცხულავას და ირაკლი აბაძიშის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, ნინო რამიშვილის და არეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, VI კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრიწის, პეტრე იბერის, პეტრე ქავთრაძის, ნუცუბიძის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, ბაბუციძის, ნაკადულის, მამისაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დსახლების, ჯანჟღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, კაჭარვას, ანდრონიკაშვილის, ვეკუას, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს