ანონსი  11 ივლისი

11 ივლისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი - რამდენად მიზანშეწონილია მათი რუსეთში ჩასვლა და რა მნიშვნელობა აქვს ვიზიტს. ვლადიმერ პუტინის განცხადება და ისტორიის გადაწერის მცდელობა. 20 ივნისის საქმე და გამოძიება ამბოხების მუხლით. საპროტესტო აქციები პარლამენტთან.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ივლისს, 10:30 საათზე, ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.

ფორუმს დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა.

მის: ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“

11 ივლისს, 10:40 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი კავკასიაში პირველი, უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

მის: ბათუმი, სასტუმრო „ბათუმი შერატონი“

11 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: რატომ უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი.

მის. ბოჭორმის ქ. 12

11 ივლისს, 12:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას სახლში განცხადება გაკეთდება.

მის: ერისთავ-ხოშტარიას N47

11 ივლისს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეწილე ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 ივლისს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორი ჯეისონ ლი და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება. მის. დ. უზნაძის №52

11 ივლისს, 13:45 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ გაიმართება ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) კომიტეტის სხდომა. სხდომას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, ვაზილ ჰუდაკი.

მის: ბათუმი, სასტუმრო „რედისონი“

საკონტაქტო: ქეთი დოლიძე 577467117

11 ივლისს, 14:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ეკონომიკური კრიზისი.

მის: ბარნოვის #40

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი კოპალიანი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბაგა-ბაღების დირექტორების საქმესთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: ინგა გუგავა 599107476

11 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისში, თელავში, ზუგდიდში, გორში, ბორჯომსა და საქართველოს სხვა ქალაქებში „პატრიოტთა ალიანსის „ორგანიზებით აქცია გაიმართება.

თბილისში აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

11 ივლისს, 17:00 საათზე, მწვრთნელთა ფსიქოლოგიური გადამზადების პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მის: აღმაშენებლის 129/22; „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“.

საკონტაქტო პირი - თაკო საგანელიძე 593 61 66 70

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს