ჭიათურის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, სოციალური სამსახურების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გამგებლები, არასამთავრობო სექტორის, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წლის ბოლომდე ჭიათურაში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.

დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ პრეზენტაცია წარადგინა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურასაც.

პროექტი სახელწოდებით „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ სულხან გველესიანმა წარადგინა. მოქალაქეებმა მიიღეს აქტუალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის პრობლემებს აწყდებიან საქართველოდან უცხოეთში წასული ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები.

როგორც ცნობილია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 40 000-იანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია. მათგან 14 000-ზე მეტი ადამიანი გადახდისუუნარო პირია და ისინი უშუალოდ იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფასო იურიდიული დახმარების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდა. დღესდღეობით ჭიათურის მოსახლეობას საშუალება აქვს საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ისარგებლოს. შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო