დიდმა ბრიტანეთმა რუს დიპლომატს ქვეყანაში შესასვლელად ვიზაზე უარი უთხრა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს დიპლომატს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ინგლისში მასმედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ კონფერენციაზე იყო აკრედიტებული, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს. ამის შესახებ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს.

მათი თქმით, ამ დრომდე პრობლემად რჩება რუსეთიდან ინგლისში მივლინებით გაგზავნილი რუსი დიპლომატებისთვის ვიზების გაუცემლობის თემა. რუსეთის სალეჩოში ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განაცხადეს, რომ კონფერენციაზე მიმავალი დიპლომატისთვის ვიზის მიუცემლობა ველურობაა.

„ბრიტანელებმა რუსული მხარე თავად მიიწვიეს, აკრედიტაცია თავად გაუკეთეს, შემდეგ კი თავად თქვეს უარი ვიზის მიცემაზე“ ,- განაცხადეს რუსეთის სალჩოში.

კონფერენცია, რომელიც ლონდონში 10-11 ივლისს იმართება, 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის 60 მინისტრი და 1500-ზე მეტი ჟურნალისტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა