იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, არიან დაშავებულები

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ადრიატიკის ზღვის სანაპირო რაიონში პესკარას კომუნაში, ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ჭრილობები სახეზე და თავზე აქვს.

სეტყვამ დიდი ზარალი მიაყერნა ქალაქ პესკარას: დაზიანდა ავტომანქანები, სახლის სახურავები, ჩამტვრეულია შუშები.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტალიის ჩრდილეთით ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელმაც ხეები ფესვებიდან მოგლიჯა, გაანადგურა ათობით ავტომანქანა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა