„გადადგეს გიორგი გახარია“ - ბათუმში მაღალი დონის კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს.

აქციას სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები მართავენ და კვლავ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც აქციის წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ ფორმით ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრებს გააგებინონ მათი მოთხოვნა, რათა ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და გიორგი გახარია თანამდებობოდან გაუშვას.

"აქ იმყოფებიან ევროპიდან ძალიან მნიშვნელოვანი პირები. ამ ფორმით გვინდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას უფრო ახლოს, რათა გიორგი გახარია გადადგეს. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით. ვგმობთ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს. უნდა გადადგეს გახარია",- განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები.

კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.

საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორები მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა