საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში ძლიერი შტორმის შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა

საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში შტორმის შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ტურისტები კუნძულ ჰალკიდიკიზე, რომელიც ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, შტორმში მოყვნენ. დაღუპულებს შორის ორი ჩეხი, ორი რუმინელი და ორი რუსია.

რეგიონში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში სტიქიას „უპრეცედენტო ფენომენი“ უწოდა.

ძლიერი შტორმი საბერძნეთში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას მოჰყვა. ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს