დონალდ ტუსკი - რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული  და უსამართლო

რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრითაა გამართლებული“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ღირებულებები აერთიანებთ.

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ევროკავშირი ამ შემთხვევაში სოლიდარულია სრულად საქართველოს მიმართ. ჩვენ მთლიანად, კვლავ და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი გრძელდება საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ტუსკმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს