მიხეილ კალანდიას ადვოკატი - საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები - დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს

დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს და საინტერესოა საიდან მივიდა გამოძიება დანაშაულის იარაღამდე. არც ერთი მოწმე ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებები უკვე გაცვალეს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქმეში ახალი მტკიცებულება არ არის.

"მას შემდეგ, რაც დაცვისა და ბრალდების მხრეებმა გავცვალეთ მტკიცებულებები, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალი არაფერი არ არის მასში. ახლიდან არის გამოკითხული რამდენიმე მოწმე, რომლებიც ახალს, ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რა თქმა უნდა, დაცვის მხარეს აქვს მოტივირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს გამოყენებული პატიმრობა. ამ მოთხოვნას ვასაბუთებთ იმით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. მტკიცებულებები არის იგივე რაც იყო ძირ საქმეზე. დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს და საინტერესოა საიდან მივიდა გამოძიება დანაშაულის იარაღამდე. არც ერთი მოწმე ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს", - აღნიშნა კოტეტიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს