სერგი კაპანაძის განცხადებით, დონალდ ტუსკი აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას „არსებული პოლიტიკური კრიზისის“ შესახებ ესაუბროს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, დონალდ ტუსკი აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული პოლიტიკური კრიზისის და გამოწვევების შესახებ ესაუბროს.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ტუსკმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ იცის და მათაც მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია.

„გვქონდა შეხვედრა დონალდ ტუსკთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის დღეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ამ კრიზისის დაძლევის გზებზე, ვისაუბრეთ ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და იმ გამოწვევებზე, რაც იქნება შემდეგი არჩევნების წინ.

ჩვენ უკვე ვიცით როგორი არის ძალადობა მათ შორის ოპოზიციაზე, დემონიზება პროდასავლური ოპოზიციის, ხმების მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველა ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ტუსკი ინფორმაციას ფლობს, მან ასევე ჩვენგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია და იცის, რომ ეს არის საქართველოში პრობლემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი აპირებს ამ თემაზე ისაუბროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან. მისგან ეს მხარდაჭერა ძალიან ნათელია, ასევე სხვა შეხვედრებიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ქვეყანაში რაც ხდება ამაზე ინფორმაციას ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ფლობენ, ისინი წუხან ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერების გამო და იმედი აქვთ, რომ დემოკრატია საქართველოში განვითარდება და ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ გააჩნიათ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იქნება შესრულებული ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა