უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველი სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან უნგრულ უნივერსიტეტში, საუკეთესო ელჩები იქნებიან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის

მიგვაჩნია, რომ ადამიანებს შორის კონტატი ძალიან მნიშვნელოვანია - ამიტომ ვინარჩუნებთ კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

“ჩვენ შემოგთავაზეთ სახელმწიფოს დაფინანსებული სტაჟირებები (სკოლარშიპი) უნგრეთის უნივერსიტეტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის. ჩვენ გამოვზავნეთ უნგრული ენის ლექტორი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრულის სასწავლებლად. ვფიქრობ, თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ერთწლიან სტაჟირებას გაივლიან უნგრულ უნივერსიტეტში საუკეთესო ელჩები იქნებიან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო