იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ეხმაურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია ეხმაურება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება და ამის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს იმას, რომ ირაკლი შენგელიამ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო და მის ნათესავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდადტ ლევან თევზაძეს, სავარაუდოდ ხმა მისცა.

როგორც ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კენჭისყრის პროცედურა ფარულია და არავინ არ იცის, ვინ ვის მისცა ხმა. მისი განმარტებით, ამ პროცესებში არანაირი ნორმა არ დაურღვევია.

„ვერ დამისახელებს ვერავინ ვერც ერთ ნორმას, რომელიც დავარღვიე და არც ვაპირებ არც ერთი ნორმის დარღვევას. ხვალ და ზეგ როგორ ვიმოქმედებ, ეს პირადად ჩემი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ინტერესთა შუთავსებლობის საკითხს, არსებობს შემთხვევები, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, თავის თავს აძლევს ხმას. იგივე რეჟიმი ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარესთან მიმართებაში. იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობას, სადაც ერთ შემთხვევაში მეუღლე პარლამენტის წევრი იყო და მეორე შემთხვევაში მეუღლე იყო მინისტრი. ამასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა არასდროს და ამ დროს ინტერესთა შეუთავსებლობას ადგილი არ ჰქონია არადროს და დღეს, ამ შემთხვევაში, ინტერესთა შეუთავსებლობაზეა საუბარი. იუსტიციის საბჭო არავითარ უვადო დანიშვნას არ ახდენს, ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, ნომინირება. თუ გაითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაენიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებოდით და გეტყოდოთ, რომ ეს არის პირდაპირ ინტერესთა შეუთავსებლობა, მაგრამ მე ვერ დამისახელებს ვერც ერთი პიროვნება, რომ რაიმე ნორმა დავარღვიე, არც ვაპირებ არც ერთი ნორმის დარღვევაას“, - განაცხადა შენგელიამ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მისი ნათესავის, ლევან თევზაძესთან მიმართებაში თვითაცილების საკითხის დაყენებას საბჭოში, შენგელია პასუხობს, რომ მოიფიქრებს და ამაზე თვითონ ჩამოყალიბდება.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია