ოკუპირებულ აფხაზეთში  საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან შვილთან ერთად დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი არასრულწლოვან ქალიშვილთან, თინათინ წილოსანთან ერთად დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მამაკაცს, უწყებაში აცხადებენ, რომ მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა წილოსანი შვილთან ერთად ახალ ათონში დააკავა.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წილოსანი ცდილობდა უკანონოდ გადაელახა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვარი. დაკავებული მამაკაცი კი გალის იზოლატორშია მოათავსებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს