შემოსავლების სამსახურის უფროსი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) აღმასრულებელ დირექტორს ბორის ბლანშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა ქვეყანას შორის სატრანსპორტო პროექტების წარმატებით რეალიზაციაზე ისაუბრეს და ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წელს, თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-16 კონფერენციის (2017 World Customs Organization IT Conference and Exhibition) ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და IRU-ს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საკითხებზე.

აღნიშნულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა