ადვოკატი - ნიკა მელია არათუ ორგანიზებას უკეთებდა ჯგუფურ ძალადობას, არამედ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებზე წასვლა

ნიკა მელია არათუ ორგანიზებას უკეთებდა ჯგუფურ ძალადობას, არამედ საზოგადოებას ამშვიდებდა და არწმუნებდა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეს იყო პოლიტიკოსის ემოციური გამოსვლა მიტინგზე.

“გვაქვს შემდეგი სამართლებრივი მოცემულობა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ბრალდება, სადაც წერია, რომ ნიკანორ მელია არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, რომელსაც მოჰყვა რბევა და მოქალაქეების დასახიჩრება, მეორე მხრივ, გვაქვს უტყუარი კადრები, სადაც ნიკანორ მელია, პირიქით, სხვა ლიდერებთან ერთად ამშვიდებს საზოგადოებას და არწმუნებს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებზე შესვლა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და ამის შემდგომ უკვე შესახვედრად მიდიან. სწორედ ამ ფონზე მოხდა ჯერ გაზის ტყვიების სროლა საზოგადოების მიმართულებით, რამაც გამოიწვია ინსპირირება წინააღმდეგობისა და ამას უკვე მოჰყვა ის სავალალო შედეგები, რაც დარბევით, რეზინის ტყვიებით და ადამიანების დასახიჩრებით გამოიხატა. ერთი მხრივ, გვაქვს ბრალდების შინაარსი, სადაც წერია, რომ ნიკა მელია ამის ორგანიზატორი. მე ვსვამ კითხვას: რას ნიშნავს ორგანიზება? ჩვენ ვიხილეთ, რომ აქ არათუ განზრახვა ძალადობის ორგანიზებისა, არამედ ეს იყო პოლიტიკოსის ემოციური გამოსვლა მიტინგზე", -განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არათუ ორგანიზებას უკეთებდა ძალადობას, არამედ იგი ამშვიდებდა საზოგადოებას, არწმუნებდა იმაში, რომ ისინი იმ ყველაფერზე არიან პასუხისმგებელნი, რაც რუსთაველის გამზირზე ხორციელდებოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ასევე გვაქვს მოცემულობა, რომ ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი. მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა მეორე მხრივ, როგორც პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლო, ისე სააპელაციო სასამართლო თვალს ხუჭავს ამაზე და მას შეზღუდული აქვს უფლებამოსილების განხორციელება, რაც უწყვეტ რეჟმში ნიშნავს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. ერთი მხრივ, ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ამას ვაცნობებთ. მეორე მხრივ, ვაგროვებთ პირდაპირ მტკიცებულებებს, რომელიც დიდი იმედი მაქვს დაადასტურებს იმას, რომ ამ საქმეს სამართლებვრივი საფუძველი არ აქვს. ყოველდღიურ რეჟიმში ათობით ადამიანი იკითხება. ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ნიკანორ მელიასი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ“, - დასძინა კონდახიშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია