სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავა მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ეკატერინა ზაჰარიევას შეხვედა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები. ეკატერინე ზაჰარიევას განცხადებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინე ზაჰარიევას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა