ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გერმანიის თავდაცვის მინისტრს ევროპარლამენტში 16 ივლისს უყრიან კენჭს

ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროპარლამენტში 16 ივლისს უყრიან კენჭს. ამის შესახებ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრესსპიკერმა განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ევროპარლამენტართა უმრავლესობა, იგი 1 ნოემბრიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

ფონ დერ ლეიენი ამ თანამდებობაზე ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს და პირველი ქალი გახდება, რომელიც ევროკავშირის წამყვან პოსტს დაიკავებს.

შეგახსენებთ, წელს, ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტიც უნდა აირჩიონ. ევროპარლამენტის ახალი სპიკერი კი უკვე აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა იტალიელმა დევიდ სასოლიმ დაიკავა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო