დავით  ბაქრაძე - „ევროპული საქართველო" მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას, დროულად დავიწყოთ განხილვების პროცესი

„ევროპული საქართველო" მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და წარმოდგენილ კანონპროექტს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს.

დავით ბაქრაძე მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის დეპუტატებს, რომ კანონპროექტის განხილვა დროულად დაიწყონ.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამარჯვება. ეს არის იმ ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება, რომლებიც უკვე 21-ე დღეა ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ უსამართლობას. ასევე ეს არის იმ 300 000 ადამიანის გამარჯვება, ვინც ხელი მოაწერა ოპოზიციის პეტიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე და ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, ვისაც უნდა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ამიტომ, ჩვენ პარტიული ინტერესის გამო არ გვაქვს არანაირი უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების მიღწევა. შესაბამისად, მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო" უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას. ამიტომ, საპარლამენტო კენჭისყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება 20 მომხრე „ევროპული საქართველოს" დეპუტატებისგან. ასევე მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, დროულად დავიწყოთ განხილვების პროცესი და დროულად მოიწვიონ პარლამენტის სხდომა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხანგრძლივი პროცესია. სანამ უშუალოდ პარლამენტში დაიწყება, მანამდე აუცილებელია საერთო სახალხო განხილვების ორგანიზება. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს, ამიტომ მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აღარ გადავდოთ ეს პროცესი და დავიწყოთ განხილვა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ და ამ საკითხს წერტილი დავუსვათ. პატივი ვცეთ ჩვენი საზოგადოების მიღწევას", - განცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა