ეკატერინა ზაჰარიევა - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ემყარება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წარმატებულობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, განვლილი 10 წლის განმავლობაში, პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, მათ მოქალაქეებს მიენიჭათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირთან ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა, ათასობით ახალგაზრდა განათლებას იღებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, მოქალაქეთა მენტალობის შეცვლაა, რადგან ზაჰარიევამ განაცხადა, „ ამ ადამიანებს დღეს სწყურიათ დემოკრატია, უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმატებული პროგრამაა“.

მისი აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნაა, რომელიც თავად მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თავიანთ გამოსვლებში გამუდმებით საუბრობენ საქართველოს არჩევანზე. ისინი აცხადებენ: ჩვენი არჩევანი ევროპაა. და მართლაც, არავის შეუძლია განსაზღვროს არჩევანი შენი ხალხისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ ვინაა შენი მეზობელი, და რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს პოლიტიკა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის სამეზობლო პოლიტიკა, ეს არის ხალხის, მთავრობების მიერ გაკეთებული არჩევანი საკუთარ ქვეყნებთან დაკავშირებით, ეს არ არის პოლიტიკა წინააღმდეგ, არამედ ეს არის პოლიტიკა სასარგებლოდ, კერძოდ, კავშირ-ურთიერთობების, ხალხთა კონტაქტების სასარგებლოდ“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

თემატურ სესიას „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს