ომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატებზე - სავარაუდოდ, იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო, წინასწარ იყო შეთანხმებული

სავარაუდოდ, იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო, წინასწარ იყო შეთანხმებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, 137-დან 50 კანდიდატის შერჩევის პროცესში, დაახლოებით, 10 ბიულეტენში მაღალი ალბათობით წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული.

„პირველი კენჭისყრა ჩატარდა კანდიდატების შესარჩევად და ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით 137 კანდიდატიდან შეირჩა 50 კანდიდატი და აქედან დაახლოებით 10 ბიულეტენი ვნახეთ, სადაც მაღალი ალბათობით წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული. არის რამდენიმე ბიულეტენი, სადაც ზუსტად 20 იდენტური კანდიდატია შემოხაზული და ასევე, არის ბიულეტენები, სადაც 10-15 იდენტური კანდიდატია შემოხაზული. ეს გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ, იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო, წინასწარ იყო შეთანხმებული, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია დამთხვევის მაჩვენებელი. თუმცა, ჩვენ წინ გვაქვს გასაუბრების ეტაპი, რომელიც ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი იქნება და ყველა დამკვირვებელი დაინახავს, რამდენად სამართლიანი და თანაბარი იქნება საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატებისადმი მიდგომა. ბოლო ეტაპზე, პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ კანდიდატებზე, ვინც შერჩეული იქნება. ჩვენ ამ პროცესის დაკვირვების შედეგად შესაძლებლობა გვექნება შევაფასოთ, აქვთ თუ არა ლეგიტიმაცია საბოლოოდ არჩეულ კანდიდატებს. რა თქმა უნდა ის, რაც გამოვავლინეთ, კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს, თუმცა ვფიქრობ, კიდევ მნიშვნელოვანი პროცესები გვაქვს წინ, რომელზე დაკვირვების შემდეგაც გვექნება შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა