პროფესორი ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა ზვიად გაბისონიას მრავალმხრივ წარმატებულ მოღვაწეობაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში და ამ საპატიო წოდების დამსახურებული მინიჭება მიულოცა, ამასთან, მას მომავალი წარმატებებიც უსურვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია