წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ამის შემდეგ აღნიშნული მანქანა ყვითელ მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი "მარშრუტკას" დაეჯახა და იქ მჯდომი მგზავრის დაშავება გამოიწვია - თვითმხილველის გადაღებული კადრები

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა