პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ლიდერია ევროკავშირის სტანდარტებისთვის მომზადებაში, მომავალში იქნებ წევრობაც იყოს, რატომაც არა

საქართველო ლიდერია ევროკავშირის სტანდარტებისთვის მომზადებაში, მომავალში იქნებ წევრობაც იყოს, რატომაც არა? - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იასეკ ჩაპუტოვიჩმა ბათუმში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს მხარს უჭერს. მანვე ისაუბრა კონფერენციაზე განხილული საკითხების შესახებაც.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, საქართველომ ბათუმში მნიშვნელოვანი ლიდერები შეკრიბა. ჩემთვის აქ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა ძალიან კარგია. შვედეთთან ერთად პოლონეთი იყო ქვეყანა, რომელმაც დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, ასე რომ, ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ექვსი ქვეყნის მიმართ. საქართველო ლიდერია ევროკავშირის სტანდარტებისთვის მომზადებაში, მომავალში იქნებ წევრობაც იყოს, რატომაც არა? ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია, განვაახლოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იმ წარმატებული შეთანხმების მერე 10 წლის შემდეგ, რათა უფრო კარგად მოხდეს მორგება ქვეყნების საჭიროებებთან. ბევრი იდეა განიხილება, მაგალითად, ინსტიტუციონალიზაცია, ასევე სამდივნოს შექმნაც, რომ იყოს მეტი თემა ევროკავშირთან ერთად დისკუსიებში. ამას გარდა, შეიძლება თავმჯდომარეობის შემოღებაც. რა თქმა უნდა, ჩვენი კორპორაციის სექტორის მეტად განვითარების შესაძლებლობაც უნდა იყოს, თუ არსებობს ამის საჭიროება“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

მანვე უპასუხა კითხვას საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პოლონეთი ამის შესახებ ინფორმირებულია და მისასალმებელია, რომ საქართველოში გასამართი მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული იქნება.

„ინფორმირებულები ვართ საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესის შესახებაც რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, პუტინის მიერ მტკიცე შეტყობინება გაკეთდა, ჩვენ კი მხარს დავუჭერთ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას და მხარს დავუჭერთ იმაში, რომ ამ შემთხვევაში საკუთარ, პრო-ევროპულ პოლიტიკას მისდიოს. რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ საქართველოს პოლიტიკური და შიდა დებატებით. კმაყოფილები ვართ, რომ ეს საკმაოდ მშვიდობიანი პროცესია. შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც იმის დემონსტრირებისთვის, რომ დისკუსია გვაქვს საზოგადოებასთან და ყველასთან, ვისაც პოლიტიკური როლი აქვს. ჩვენ, ევროპული მხრიდან, კმაყოფილები და მოხარულები ვართ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული იქნება. პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დისკუსიაში მათ გავუზიარე ჩვენი გამოცდილება პარლამენტის პროპორციულ, მაგრამ ბარიერიან არჩევნებთან დაკავშირებით - პოლონეთში ეს 5%-ია, სხვა ქვეყნებში 3%. თუმცა ეს ისაა, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელია, რათა პარლამენტი ფრაგმენტირებული არ იყოს. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ გამოცდილების გაზიარება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ქართველებზეა დამოკიდებული, თუ როგორ სურთ, მოაწყონ დემოკრატიული და საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე ჟურნალისტის კითხვას ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა სასურველი არ არის.

„საქართველო სუვერენული და ჩამოყალიბებული ქვეყანაა, რომელსაც არ სჭირდება რჩევები სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა პოლონეთი. ჩვენ არ გვსურს, ჩავერიოთ ან გავაკეთოთ კომენტარი ქვეყანაში არსებულ შიდა სიტუაციაზე. ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ ერს, ქვეყანასა და მთავრობას“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა