არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ იღებს მონაწილეობას, უმრავლესობის წევრებთან - თამარ ხულორდავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომას პეტრშიჩეკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას. მხარეების შეფასებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ტომაშ პეტრიშჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა