ანზორ ბიწაძე - ადამიანები, რომლებიც სკანდალურ და ეპატაჟურ განცხადებებს აკეთებენ, ცოტა დაფიქრდნენ და მიიხედ-მოიხედონ, თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები

დაანებონ თავი პარაზიტირებას ჩვენი გაჭირვებული თანამოქალაქეების ცხოვრებაზე. სცადეთ და ერთი, ორი ან სამი თვე იცხოვრეთ იმ ანაზღაურებით, რა ანაზღაურებაც ჩვენი მოქალაქეების 90%-ს აქვს და შემდეგ გააკეთეთ ეპატაჟური და უხამსი განცხადებები, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ რადიო „პალიტრის“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

ანზორ ბიწაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ორი მხარე განიხილა. სანქციების არდაწესებას ის პოზიტიურად აფასებს, თუმცა ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთზე და „სამხრეთ ოსეთზე“ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური გზავნილი და არა ისტორიული ექსკურსი.

„როდესაც სახელმწიფო ლიდერები პოლიტიკურ ექსკურზე გადადიან ეს არასოდეს არ ხდება შემთხვევთ. ასეთი ისტორიული ექსკურსები ყოველთვის შეიცავს გარკვეულ მესიჯებს. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდანაც აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე წარმოდგენილი ისტორიული ვერსია, იყო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი და ჩვენი პოლიტიკური სპექტრისადმი - თუ კი ქართულ-რუსული ურთიერთობები კვლავ ასეთ კრიზისში იქნება, კიდევ უფრო დამძიმდება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ჩვენი პერსპექტივები“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ინფორმაციას ფრაქცია „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა