მოსკოვის გარეუბანში თბოელექტროსადგურთან ახლოს ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი

მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი.

ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე.

ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა.

ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ხანძარი მოსკოვის თბოელექტროსადგურთან - ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებზე

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს