პროკურორი - სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მხრიდან დანაშაულის ჩადენას

სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ არსებული მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მხრიდან დანაშაულის ჩადენას და ამიტომ საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ სრული მოცულობით ცნო დასაშვებად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

„სასამართლომ მოისმინა მოსაზრებები მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ბრალდების მხარის დასაბუთება და ჩვენი მტკიცებულებები სრული მოცულობით ცნო დასაშვებად. ასევე სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ არსებული მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მ.კ.-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენას და არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. სასამართლომ ასევე გადასინჯა აღკვეთის ღონისძიება, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა“, - განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს, 11:00 საათზე ჩატარდება.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს