ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, სტადიონების განახლება ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ და წყნეთში, ამილახვრის N21-ში დაიწყო.

დემონტაჟის შემდეგ მოედნებზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, გაიჭიმება ახალი ბადეები და დაიგება საფარი.

ასევე, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში კეთილმოეწყობა საკალათბურთო მოედანი, სადაც მაყურებელთა ტრიბუნებიც განახლდება, წყნეთში კი კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდება.

სულ, ამ ეტაპზე ოთხი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი - ორ მისამართზე ახალი სტადიონები მოეწყობა, ორ ადგილზე კი არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში