ქალი მეწარმეებისთვის ენერგოეფექტურობაზე ტრეინინგი გაიმართა

„ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ფარგლებში ქალი მეწარმეებისთვის ენერგოეფექტურობაზე ტრეინინგი გაიმართა.

შეხვედრას პროექტის მონაწილე ის ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ, რომლებიც სასათბურე და აგროტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

„ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, რომელსაც “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ტრენერი კონსტანტინე ბარჯაძე უძღვებოდა, ბიზნესის მიერ ენერგიის ეფექტურად მოხმარების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ახალი შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით გეგმები დასახეს.

“ტრენინგზე ისეთი საკითხები განვიხილეთ როგორიც არის შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებები, სამშენებლო და თბოსაიზოლაციო მასალები საქართველოში. ასევე როგორ უნდა დანერგონ მეწარმეებმა ენერგოეფექტურობა საკუთარ საწარმოში. პრაქტიკაში უკვე გამოყენებულია სისტემა . სწორედ პრაქტიულ მაგალითებზე ტრეინინგის მონაწილეებს არსებული ინფორმაცია გავუზიარეთ, რაც მათ სამომავლოდ სისტემის საკუთარ საწარმოში დასანერგად გაუადვილებს“, - აღნიშნა “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" ტრენერმა კონსტანტინე ბარჯაძემ.

“ფერმერთა ასოციაციის“ ცნობით, პროექტის მონაწილე მეწარმე ქალები შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის საკუთარ საწარმოში პრაქტიკული სახით გამოყენებას გეგმავენ.

“სასათბურე ბიზნესისთვის ამ სისტემაზე გადასვლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელსაყრელია, რადგან გარკვეულ ფინანსურ ხარჯს შეამცირებს. უახლოეს მომავალში დავიწყებ სატესტოდ ერთ სათბურზე ამ სისტემის დამონტაჟებას, რაც ფინანსური ხარჯის შემცირების რეალურ სურათს დამანახებს“, - აღნიშნა პროექტის მონაწილემ ქეთევან თომეიშვილმა.

პროექტს “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო