ანგელა მერკელმა საკუთარი ჯანმრთელობის თაობაზე კომენტარი გააკეთა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საკუთარი ჯანმრთელობის თაობაზე დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, სათანადოდ აფასებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც მისი თანამდებობა აკისრებს. მისივე თქმით, ის, როგორც ადამიანი დაინტერესებულია, რომ კარგად იყოს და შესაბამისად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო კითხვები ბოლო კვირების განმავლობაში გაჩნდა. ოფიციალური ღონისძიებების დროს, ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ჯერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მასპინძლობისას, შემდეგ გერმანიის პრეზიდენტ ფრაკ ვალტერ შტაინმაიერთან და გუშინ ფინეთის პრემიერ-მინისტრ ანტი რინეს მიღების დროს, სამივეჯერ დიდხანს ფეხზე დგომისას, ის შეუძლოდ გახდა.

დღეს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მიღებისას პროტოკოლი შეცვალეს და გერმანიის კანცლერი დანიელ კოლეგასთან ერთად ჰიმნებს სავარძელში მჯდომარე ისმენდა.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო