კლაუდია როთი - იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას ვიგრძენი პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და არ დავივიწყოთ, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია

ვფიქრობ, რომ ძალიან ჩუმად ვიყავით გასული რამდენიმე წლის განმავლობაში - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი საქართველოსთვის არის ის, რომ საქართველო მარტო არ არის.

„ამას ვამბობ როგორც გერმანელი, რაც მე ვიგრძენი გუშინ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას, როდესაც კედელთან, ღობესთან ვხედავდი რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, გარკვეულწილად, დეჟავუ მქონდა და ვიგრძენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, რომ ძალიან ჩუმად ვიყავით გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. უკრაინაზე საუბრობენ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. გარემოზე, შეთანხმებაზე, ასოცირებაზე, დემოკრატიაზე საუბარი და ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია“, - განაცხადა როთმა.

ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას და აღნიშნა, რომ პუტინს თავად უნდა ახსოვდეს ისტორია.

„ორი დღის წინ ბატონი პუტინი საუბრობდა ისტორიაზე, მაშინ კარგი. მოდით, მივუბრუნდეთ ისტორიას - 1991 წელს საზღვრები დადგინდა, ასე რომ პუტინს უნდა ახსოვდეს ისტორია და თვითონ არ უნდა სცადოს განსაზღვროს მოვლენები. მეორე - ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო შემტევები და აქტიურები, ახალგაზრდა თაობას თავი უნდა მოვუყაროთ. ახალგაზრდა თაობა გერმანიაში და მთელი ევროპის მასშტაბით იბრძვის თავისი მომავლისთვის. ისინი ქუჩაში არიან, იბრძვიან გარემოსთვის, კლიმატისთვის, იბრძვიან კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ, სურთ დემოკრატია, თავისუფლება, გამოხატვისა და პრესის თავისუფლება. ასე რომ, ვფიქრობ, ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო მჭიდროდ, მეტი „ერასმუსი“ და საერთო პროგრამა უნდა გვქონდეს, მეტად უნდა დავახლოვდეთ და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს ჩვენი ინტერესიც არის“, - განაცხადა როთმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა