ნორვეგიელებმა ჩაძირულ საბჭოთა წყალქვეშა ნავზე რადიაციის გაჟონვა დააფიქსირეს

ნორვეგიელმა სპეციალისტებმა 1989 წელს ნორვეგიის ზღვაში ჩაძირულ საბჭოთა ატომურ წყალქვეშა ნავზე რადიაციის გაჟონვა დააფიქსირეს. რადიაციის გაჟონვა ხდება სავენტილაციო მილიდან. ამჯერად დაფიქსირდა ცეზიუმის ნორმაზე 800 000-ჯერ მაღალი კონცენტრაცია, თუმცა ეს საგანგაშო არ არის.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მკვლევარმა ჰილდე ელიზე ჰელდალმა განაცხადა, რომ არქტიკის წყალი მას მალე ფანტავს. ამას გარდა წყალქვეშა ნავი ფსკერზე დიდ სიღრმეზე 1680 მეტრზე დევს და იქ თევზები თითქმის არ არიან.

ატომური წყალქვეშა ნავი „კომსომოლეცი“ 1989 წელს ჩაიძირა. მასზე გაჩენილი ხანძრის გამო ატომური რეაქტორი მალე გამოირთო. 27 მეზღვაურმა ცოცხლად დააღწია თავი გემს საავარიო მოწყობილობების გამოყენებით. მას შემდეგ რუსები და ნორვეგიელები სისტემატიურად აკონტროლებენ იქ რადიაციულ ფონს, ხან ერთობლივად და ხან ცალკ-ცალკე. გაჟონვები დაფიქსირდა 1990-იან წლებშიც და 2007 წელსაც. ნორვეგიელებს ამჯერადაც ახლდნენ რუსი სპეციალისტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა