m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის Wyndham Hotels & Resorts-ის წევრია და მან ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) 2018 წლის საუკეთესო რამადა ენკორის ტიტული მოიპოვა. სასტუმრო, ასევე, წარდგენილია Wyndham Hotels & Resorts-ის მსოფლიო ქსელის საუკეთესო სასტუმროს ნომინაციაზე, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში, ლას-ვეგასში გამოვლინდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ m²- დან აცნობეს, „რამადა ენკორ თბილისმა“ ჯილდო საუკეთესო მომსახურების, მაღალი სტანდარტების, ხარისხისა და სტუმართა მაღალი კმაყოფილების საფუძველზე დაიმსახურა. სასტუმრომ, ასევე, მაღალი შეფასება მიიღო Wyndham Hotels & Resorts -ის წარმომადგენლებისა და აუდიტორებისგან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სწავლობენ და ამოწმებენ ბრენდის ოპერირებასა და წარმატებას გახსნის დღიდან.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სასტუმრომ ტურიზმის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა, Welcome to Georgia-ს მიერ დასახელებულ ნომინაციაში - The Best Value – Standard Accommodation. მათივე ცნობით, სასტუმროს 152 თანამედროვე და კომფორტული ნომერი აქვს, რესტორანი „შავი ლომის ჰაბი“, ბარი, სამი საკონფერენციო სივრცე და ფიტნეს დარბაზი. სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. ის მომხმარებელს კომფორტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ბოლო დროის ტურისტული ტენდენციის მიხედვით კი, მომხმარებელს სწორედ ეს სჭირდება.„რამადა ენკორ თბილისი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე შეძლო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდოების მოპოვება. ეს ეფექტური მენეჯმენტისა და პროფესიონალი პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მომხმარებელი იღებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას და მოქნილ ფასებს. სასტუმრო წარმატებით მასპინძლობს როგორც ბიზნეს, ისე ტურისტული ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს“, - განაცხადა m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰოსპიტალიტის მიმართულებით თამარ გულედანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა