არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბათუმის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზავნილები გაჟღერდა

ხელისუფლების მიერ აქ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზავნილები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და გამოხატავს იმას, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ძირითადი პარტნიორების მხრიდან.

„ბათუმის კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის და გამოხატავს, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის, ჩვენი ძირითადი პარტნიორების მხრიდან. საქართველოს ხელისუფლების მიერ აქ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზავნილები, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე გულისხმობს საქართველოსთვის სპეციალური ინსტრუმენტების შემუშავებას და უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ვინაიდან დღეს დემოკრატიის იმ დონისთვის და რეგიონში იმ ვითარებისთვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აუცილებელია უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და პროგრესისთვის მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა