ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიარტოს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში 10 – 11 ივლისს მიმდინარეობდა.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღნიშნა, რომ პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების მიმართულებით დიდია და ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები, აგრეთვე ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, ბიზნეს - გაერთიანებები და სხვ. სულ ფორუმში 400-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს