ნათია თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10-წლის იუბილეს ფარგლებში მიძღვნილი პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზების, აგრეთვე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების შედეგად მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.

შეხვედრაზე ენერგეტიკული ქარტიის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებს და იმ პროცესებს, რომლებიც აღნიშნულ სექტორში მიმდინარეობს.

საქართველო ენერგეტიკული ქარტიის წევრია 1995 წლიდან. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტულ სექტორში ინვესტორთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და უცხოური ინვესტიციების დაცვა; ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა და ენერგეტიკული რესურსების ვაჭრობისათვის საჭირო არადისკრიმინაციული პირობების შექმნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს